ლევან იოსელიანი - ჩვენ არჩევნების მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს მხარს არ ვუჭერთ - არჩევნებზე მივალ და ორივე კანდიდატს გადავხაზავ თუ საერთოდ არ მივალ, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს

ჩვენ არჩევნების მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს მხარს არ ვუჭერთ - არჩევნებზე მივალ და ორივე კანდიდატს გადავხაზავ თუ საერთოდ არ მივალ არჩევნებზე, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.

როგორც იოსელიანი განმარტავს, "როცა არჩევანი არა გაქვს, სჯობს, არჩევანის გაკეთებისგან საერთოდ შეიკავო თავი".

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი ჩრდილოვანი კაბინეტი სერიოზულ ამბად არ მიაჩნია.

"ჯერ არჩევნები უნდა მოიგო და კონსულტაციები ამის შემდეგ დაიწყო. ჩრდილოვან კაბინეტს აზრი მაშინ ექნებოდა, თუ იქ ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ვიხილავდით და არა მხოლოდ იმ პარტიების წარმომადგენლებს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში - 2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული ისედაც ერთ აზრზე იყვნენ. რეალური კოალიცია ერთ მაგიდასთან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების დაჯდომას გულისხმობს და არა ერთი აზრის მქონე ადამიანების ერთად ყოფნას", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, იოსელიანი არ გამორიცხავს რამდენიმე ადგილას, სადაც ოპოზიცია ლიდერობდა ან ოპოზიციის კანდიდატის მონაცემები სახელისუფლო კანდიდატის მონაცემებთან ახლოს იყო, არჩევნების მეორე ტურში სწორედ ოპოზიციამ გაიმარჯვოს.

„თბილისში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას ნაკლებად ველი", - დასძინა ლევან იოსელიანმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა