პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გენდერის ნიშნით, დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გენდერის ნიშნით, დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის 29 იანვარს, სენაკში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის მიზნით, ორლულიანი თოფით დედას სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე ხარისხის სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სენაკის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობა გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა