„საქართველოს  ბანკმა“ გზავნილების მორიგი გათამაშება დაიწყო

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის სხვადასხვა სიახლეებით წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა გზავნილების მორიგი გათამაშება დაიწყო, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ფულადი გზავნილების მიღებისას მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, მოიგოს ბინა თბილისში, „აპექს ლისის“ პროექტში.

„გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეუძლია. ამისათვის საჭიროა მიიღოთ საერთაშორისო ფულადი გზავნილი „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი არხით, როგორიცაა: ქოლცენტრი, მობილბანკი, ინტერნეტბანკი, გადახდის აპარატი, ან ბანკის ნებისმიერი ფილიალი.

აქციის ფარგლებში, ყოველთვიურად თითო პრიზი გათამაშდება. რაც იმას ნიშნავს, რომ გზავნილების აქციას ჯამში 3 გამარჯვებული ეყოლება. რაც უფრო მეტ გზავნილს მიიღებს მომხმარებელი „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი არხის მეშვეობით, მით მეტია შანსი, მოიგოს ბინა „აპექს ლისის“ პროექტში. გათამაშება ვრცელდება 22 იანვრამდე მიღებულ გზავნილებზე.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2ZAjlAz“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო