ივანე ჩხაიძე - თუ უახლოეს კვირაში ინფიცირებულების ციფრები გაიზარდა და  6200-იან ზღვარს გადავაბიჯეთ, „მეხუთე ტალღა“ გვაქვს, რაც კატასტროფული იქნება

თუ ინფიცირებულების ციფრი გაიზარდა და გადავაბიჯეთ 6200-იან ზღვარს, უნდა ვთქვათ, რომ მეხუთე ტალღა გვაქვს, რომელიც კატასტროფული იქნება, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, სადაც მან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარება და იმუნიზაციის პროცესი შეაფასა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, თუ ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდება და სტაციონარებში თავისუფალი ადგილები აღარ იქნება, შესაძლოა, დღის წესრიგში კვლავ დადგეს სავალე ჰოსპიტლების გახსნის საკითხი.

„იდეალური სცენარის შემთხვევაში, თუ 60-70 დღე ყოველდღიურად 30 ათასამდე ადამიანმა მიმართა ვაქცინაციის ცენტრს, ეს არის ის, რაც გვათქმევინებს, რომ დეკემბერში საქართველოში პანდემია კონტროლირებულია. თუ არა, მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ ინფიცირებულების და გარდაცვლილების მაღალი რაოდენობა სამწუხაროდ, გაგრძელდება თვეების განმავლობაში, ქვეყანაში პანდემია მალე არ დასრულდება.

17 აგვისტოს მონაცემიდან გამომდინარე, როდესაც ქვეყანაში 6200 ინფიცირებული დაფიქსირდა, ეს გვქონდა ჩვენ „მეოთხე ტალღის“ პიკად აღქმული. დღევანდელ მდგომარეობა, შესაძლოა, განვიხილოთ, როგორც არდასრულებული „მეოთხე ტალღა“.

თუ უახლოესი კვირა ინფიცირებულების ციფრები გაიზარდა და გადავაბიჯეთ 6200-იან ზღვარს უნდა ვთქვათ, რომ „მეხუთე ტალღა“ გვაქვს, რომელიც კატასტროფული იქნება“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, ვაქცინაციის პროცესს გაზრდის წამახალისებელი ღონისძიებები, მათ შორის, ე.წ. მწვანე ციფრული პასპორტი, როდესაც ორჯერადად ვაქცინირებულ ადამიანებს სრული უფლება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერ აქტივობაში, იქნება ეს კინო, თეატრი, კონცერტი, რესტორანი თუ ბარი.

„ეს შესაძლებელია იყოს განხილული და აუცილებლად გაზრდის ვაქცინაციის პროცესს, ვინაიდან, ადამიანი მიიღებს იმას, რაც მას სჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. განსაკურებით ეს ეხება 16-დან 29-მდე ასაკობრივ ჯგუფს, სამწუხაროდ, ამ ჯგუფში ჩვენ გვაქვს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი“, - აღნიშნავს ჩხაიძე და განმარტავს, რომ ეფექტური იქნება გარკვეულ რისკ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება.

მან გრიპსა და კორონავირუსის მიმდინარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, გრიპით ინფიცირებულ ადამიანებს მძიმე მიმდინარეობისას ჰოსპიტალური მკურნალობა დასჭირდება, რაც კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის გამოყოფილ საწოლებს შეამცირებს.

„თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გრიპით ინფიცირებულ ადამიანს, მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში ჰოსპიტალური მკურნალობა სჭირდება, ეს ნიშნავს, რომ გრიპის ინფექციის მატების დროს საავადმყოფოებში, საწოლების გარკვეული ნაწილი უნდა იყოს გამოყოფილი გრიპით დაავადებული პაციენტებისთვისაც. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიმცირდება კოვიდისთვის გამოყოფილი საწოლები“,- განმარტავს ჩხაიძე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა