იაგო ხვიჩია - მტრობით გვმართავენ - თითქოს საზოგადოება გაყოფილია ორ ნაწილად - „ქოცებად" და „ნაცებად" და ეს ხალხი ერთმანეთს ვერ იტანს

მტრობით გვმართავენ - თითქოს საზოგადოება გაყოფილია ორ ნაწილად - „ქოცებად" და „ნაცებად" და ეს ხალხი ერთმანეთს ვერ იტანს, - ამის შესახებ პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის" წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ სახელისუფლო პარტიის მიერ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

აქვე ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ეს არის ხელოვნური, თავსმოხვეული დაყოფა, "კგბ"-ს მეთოდებით, რაც ავტოკრატიული ქვეყნებისთვის მართვის ცნობილი მეთოდია.

„ზოგადად, საქართველოში მიტინგებმა შინაარსი დაკარგა. მიტინგები თავების დათვლის ადგილად გადაიქცა. ყველას, რაც პირველი მიტინგთან დაკავშირებით აინტერესებს არის არა ის, ვინ გამოვიდა სიტყვით, რა თქვა და რა მოწოდება იყო, არამედ რამდენი ადამიანი იყო. ხელისუფლებამ თქვა, რომ აქციაზე იმაზე მეტ ადამიანს მიიყვანდა, ვიდრე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიყვანა. ამ მხრივ საკუთარი ორგანიზაციულობის უნარი აჩვენა, რომ შეუძლია ერთ კვირაში A წერტილიდან B წერტილამდე რამდენიმე ათასი ადამიანის ჩამოყვანა და შემდეგ უკან ტრანსპორტირება, რაც სხვათა შორის გამოუვიდათ - არ იყო ცუდი!

„ქართული ოცნების" ხელისუფლებას ვურჩევდი, რომ ზოგადად, ასეთი ტიპის მიტინგების მოწყობა სარისკოა - ხალხი შეიძლება ძალიან გაბრაზებული იყოს და თუ ერთად მდგომი დაგინახა, შეიძლება შენს წინააღმდეგ გამოიქცეს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა