რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან და USAID GEORGIA- ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰოპმანთან ერთად, სოფელ რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო -საკონსულტაციო ცენტრი გახსნა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ცენტრი ფუნქციონირებას 10 ნოემბრიდან დაიწყებს და აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის მომსახურებას უფასოდ შესთავაზებს.

„ცენტრი დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოს ცენტრალური მთავრობის პროგრამების შესახებ.

ცენტრის თანამშრომლები მოსახლეობას გაუწევენ კონსულტაციებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, საწარმოს შექმნასა და ფუნქციონირების წესებთან დაკავშირებით, ასევე, დაეხმარებიან პროექტების შედგენასა და დონორების მოძიებაში, დამსაქმებლის მაძიებლებს კი - საჭირო დოკუმენტების მომზადებაში.

პროექტი აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ’’პროგრამებისა და სერვისების სააგენტოსა“ და USAID-ის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა