გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საოლქო და საუბნო კომისიებში სარეკომენდაციო წერილები გაიგზავნება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საოლქო და საუბნო კომისიებში სარეკომენდაციო წერილები გაიგზავნება.

როგორც კალანდარიშვილი აღნიშნავს, რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ კამერები რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს განთავსებული ხმების დათვლის პროცესთან, ასევე ყველა ბიულეტენზე მიღებული ხმა და გაკეთებული არჩევანი ხმამაღლა იყოს კომისიის წევრის მიერ დაფიქსირებული.

„ საოლქო და საუბნო კომისიებში ჩვენი მხრიდან გაიგზავნება სარეკომენდაციო წერილი, რომელსაც მე მოვაწერ ხელს. გუშინ, სხდომის შემდეგ პირადად გავაჟღერე ამ გადაწყვეტილების შესახებ პირდაპირ ეთერში. რეკომენდაციები უკავშირდება შემთხვევებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად სიცხადეს და გამჭვირვალობის კომპონენტს შეიტანს.

მაგალითად, კამერები რაც შეიძლება ახლოს იყოს განთავსებული და ინსტალირებული ხმების დათვლის პროცესთან, რომ მაქსიმალურად დაფაროს სრული ხმების დათვლის პროცესი. მაგალითად, ის, რომ ყველა ბიულეტენზე მიღებული ხმა და გაკეთებული არჩევანი ხმამაღლა იყოს კომისიის წევრის მიერ დაფიქსირებული და გაჟღერებული. ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელიც მოახდენს ამ ვიდეოჩანაწერების მონიტორინგს, გაცნობას, ანალიზს და დამუშავებას, ჰქონდეს იმის იდენტიფიცირების შესაძლებლობა თუ ვის მისცა ხმა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას დავთვალოთ „იქს“ და „ზეტ“ სუბიექტმა რამდენი ხმა მიიღო“, - აღნიშნავს კალანდარიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო