ნათია თურნავამ სასტუმრო „რამადას“ გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თბილისში, სასტუმრო „რამადას“ გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასტუმრო სრულად ქართული ინვესტიციით აშენდა. მის ასაშენებლად 27 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

სასტუმრო მსოფლიო ცნობილი ბრენდის Ramada by Wyndham-ის ბრენდის ქვეშ იფუნქციონირებს.

ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის მიუხედევად, ტურიზმის სექტორის აღდგენა იძლევა იმის საშუალებას, რომ მსხვილი ინვესტიციები განხორციელდეს სასტუმრო სექტორში და ახალმა სასტუმროებმა დაიწყონ ოპერირება.

„ძველ თბილისში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო იწყებს ოპერირებას, რომელიც რამადას საერთაშორისო ბრენდის ქვეშ არის წარმოდგენილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის სრულიად ქართული, საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია. სასტუმროში წარმოდგენილია 108 ნომერი, სარესტორნე ინფრასტრუქტურა, სპა. მნიშვნელოვანია, რომ 140-მდე ადამიანია დასაქმებული. ასევე აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, ტურიზმის სექტორის აღდგენა იძლევა იმის საშუალებას, რომ მსხვილი ინვესტიციები განხორციელდეს სასტუმრო სექტორში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასტუმრო ძალიან სრაფად დაიტვირთება და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სტუმრებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა