საქართველოს პროკურატურის, გერმანიის და ისრაელის საგამოძიებო სტრუქტურების ეფექტიან თანამშრომლობას ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღდეგ, ევროჯასტი სპეციალური განცხადებით ეხმაურება

საქართველოს პროკურატურის, გერმანიის და ისრაელის საგამოძიებო სტრუქტურების ეფექტიან თანამშრომლობას ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღდეგ, ევროჯასტი სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ჩატარებული ღონისძიება მაღალ დონეზეა შეფასებული ევროჯასტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, სადაც აღინიშნა, რომ ევროჯასტის მხარდაჭერით, ჯერ კიდევ 2015 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უწყებებმა გერმანიაში, საქართველოსა და ისრაელში დაშალეს დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც ახდენდა სხვადასხვა ონლაინ სავაჭრო პლატფორმის ოპერირებას და თაღლითურად ეუფლებოდა დაზარალებულთა კუთვნილ, ათობით მილიონ ევროს, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობით ჩაატარა ფართომასშტაბიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც განხორციელდა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავება.

ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ერთობლივად იგეგმებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ისრაელის სახელმწიფოს სამართალდამცავი უწყებების აქტიური ჩართულობით და სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის - ევროჯასტის მხარდაჭერით. 19 ოქტომბერს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა დაკავების ღონისძიება და მასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად დაიწყო საქართველოსა და ისრაელში, რის შედეგადაც ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებული იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი.

აღსანიშნავია, რომ ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, ისრაელში დაკავებული იქნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი. დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდა გერმანიის ბამბერგის გენერალური სახელმწიფო პროკურატურის და კობერდანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ბავარიის ცენტრალური ოფისის ბავარიის სახელმწიფო პოლიციის მხარდაჭერით. საქართველოში ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს პროკურატურა, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორთან კოორდინაციით. ისრაელში მხარდაჭერას ახორციელებდნენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო პროკურატურის საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტი, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და ისრაელის პოლიციის საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების სამმართველო.

ოპერაციის ჩატარებაში, 100-ზე მეტი სამართალდამცავი ჩაერთო, მათ შორის 20 გერმანელი ოფიცერი და პროკურორი. ევროჯასტი დაეხმარა საგამოძიებო უწყებებს გერმანიაში, საქართველოსა და ისრაელში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ შუამდგომლობების შესრულებასა და კოორდინირებულ საერთაშორისო სამართლებრივ მხარდაჭერაში“ - აღინიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

უწყების განცხადებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სწორედ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, დანაშაულებრივი სქემისა და მონაწილე პირების გამოვლენაში ჩართულია არაერთი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომლებთანაც საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა