გია ვოლსკი - IPSOS- ის კვლევა უკვე ანეკდოტივით გახდა

ანეკდოტივით გახდა უკვე IPSOS- ის კვლევა - პრაქტიკულად თაღლითური ორგანიზაცია ჩამოყალიბდა IPSOS- ისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც IPSOS- ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თბილისის გარდა, სხვა თვითმმართველ ქალაქებში ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ.

ვოლსკის თქმით, IPSOS- ის ყველა კვლევა რეალობას არის აცდენილი.

"თავიდან მეგონა, რომ ფეიკ-ნიუსია გავრცელებული და მასხრად აგდება უნდოდათ კიდევ ერთხელ. ანეკდოტივით გახდა უკვე IPSOS- ის კვლევა, ყველა აცილებულია რეალობას იმდენად, რომ საერთოდ ტაიმაუტს აიღებდნენ მეგონა, თავის საქმიანობაზე უარს იტყოდნენ ცოტა ხნით მაინც. პერსონალურად არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით და არა პიროვნული მიზეზებიდან გამომდინარე პრაქტიკულად თაღლითური ორგანიზაცია ჩამოყალიბდა ამ IPSOS- ისგან", - განაცხადა ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს