ადვოკატი - პენიტენციური სამსახური კონფიდენციალურობას არ იცავს - სააკაშვილთან რასაც ვლაპარაკობთ, მეორე დღეს გამოდის ღარიბაშვილი და ქვეყნის გასაგონად ლაპარაკობს

პენიტენციური სამსახური ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობას არ იცავს - მიხეილ სააკაშვილთან რასაც ვლაპარაკობთ ერთ დღეს, მეორე დღეს გამოდის ღარიბაშვილი, მოაღებს პირს და მთელი ქვეყნის გასაგონად ლაპარაკობს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან განაცხადა.

მისი თქმით, პენიტენციური სამსახურის ამოცანაა მიხეილ სააკაშვილის და ადვოკატების შეხვედრები ყველასთვის სმენადი და ხილვადი იყოს.

„პენიტენციურმა სამსახურმა უკვე არაერთგზის დაარღვია მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე კომუნკაციის ფარულობის თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილთან რასაც ვლაპარაკობთ ერთ დღეს, მეორე დღეს გამოდის ღარიბაშვილი, მოაღებს პირს და მთელი ქვეყნის გასაგონად ლაპარაკობს.

როგორც იცით, ჩვენ გვაქვს აბსოლუტური რწმუნება იმის, რომ იქ დამონტაჟებულ „შტეფცელებში“ არის მოსასმენი აპარატურა, შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ისე ვიკონტაქტოთ მიხეილ სააკაშვილთან, რომ მათთვის აღქმადი და გასაგები არ იყოს საადვოკატო საიდუმლოების ნაწილი. რიგ შემთხვევაში ჩვენ ფურცელზე ვწერთ გარკვეულ ტექსტს ისე, რომ კამერების თვალთახედვაში არ მოხვდეს და ვახდენთ ამ ტექსტის გადაწოდებას მიხეილ სააკაშვილისთვის. ახლა ადგნენ და გააბეს ბადე ეს რომ ვერ მოვახერხოთ. ეს ნიშნავს ერთადერთს - ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობას არ იცავს პენიტენციური სამსახური და მათი ამოცანაა, რომ ჩვენი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ყველასთვის სმენადი და ხილვადი იყოს.

სწრაფი ტესტის აღებით ვხვდებოდით ნახევრად გატიხრულ ოთახში, არასდროს არ უთქვამთ, რომ თუ "პისიარ" ტესტით არ მოვიდოდით, მაშინ ამ გატიხრულ ოთახს ბადით შეავსებდნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღის წინ მათ დაიწყეს ჩვენს მიერ შეტანილი და უკან გამოტანილი ტექსტების შემოწმება, რაზეც ჩვენ განვაცხადეთ პროტესტი და შემდეგ უზრუნველვყავით, რომ კამერის თვალთახედვის არეში არ მომხვდარიყო ნაწერი ტექსტი და ამის პასუხი იყო სწორედ ამ ბადის გაბმა“, - განაცხადა ბასილაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა