გია ვოლსკი - გორდონი სააკაშვილის პოლიტიკური მოკავშირეა და ვფიქრობ, მისი მიზანი იყო ვითარების ესკალაცია, დაძაბვა, სკანდალის შექმნა

გორდონი სააკაშვილის პოლიტიკური მოკავშირეა და ვფიქრობ, ვითარების ესკალაცია, დაძაბვა, სკანდალის შექმნა იყო მისი მიზანი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, არ იცის, რატომ არ შემოუშვეს გორდონი საქართველოში, თუმცა, მას საფუძველი აქვს იფიქროს, რომ სწორედ ვითარების ესკალაცია იყო მისი შემოსვლის მიზანი.

"მე არ ვთვლი, რომ გორდონი მხოლოდ ჟურნალისტია, მე ვფიქრობ, რომ ის სააკაშვილის პოლიტიკური მოკავშირეა და არა მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობისთვის შემოდიოდა საქართველოში - ვითარების ესკალაცია, დაძაბვა, სკანდალის შექმნა იყო მისი მიზანი. ამ მიზეზებით მე რომ ვყოფილიყავი მესაზღვრის ადგილას, გადავწყვეტდი, რომ არ შემომეშვა, თუმცა, არ მექნებოდა ვალდებულება და არც ერთ ქვეყანაში აქვთ ვალდებულება დაუსახელონ მიზეზი. რა გაგებით და შეხედულებით ისარგებლა კონკრეტულმა პირმა, რომელმაც გადაწყვიტა არ შემოეშვა, ვერ გეტყვით, ალბათ შესაბამისი სტრუქტურა გააკეთებს ამაზე განმარტებას. 2003 წლით არ იწყება ცხოვრება, როგორც სააკაშვილს ჰგონია, რომ მან დააფუძნა საქართველო, არის გამოცდილება და უამრავი მაგალითი, როცა დესტრუქცია გამხდარა მთავარი სამოქმედო გეგმა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის და კონკრეტულ პირებს ამაში მიუღიათ მონაწილეობა, აქედან გამომდინარე სრული საფუძველი არსებობს, ეჭვი გვქონდეს", - განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა უკრაინის ომბუდსმენის განცხადებას და აღნიშნა, რომ არ ჰგონია რაიმე საფუძველი ჰქონდეს მას, როცა გარკვეულ დაბრკოლებებზე საუბრობს. ვოლსკი უკრაინასთან ურთიერთობის კონტექსტში აღნიშნავს, რომ ის არ იწყება და არც მთავრდება სააკაშვილის ფაქტორით.

"თუ დაბრკოლების თაობაზე საუბრობს უკრაინის ომბუდსმენი, მე არ მგონია, რომ საფუძველი აქვს ამის თაობაზე ილაპარაკოს. თუმცა, თუ მას მიაჩნია, ილაპარაკოს. უკრაინასთან ურთიერთობა არ არის ის თემა, რომელიც იწყება ან მთავრდება სააკაშვილის ფაქტორით. ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი რეგიონალური უსაფრთხოების თემა, რომელშიც დაინტერესებული არა მარტო უკრაინაა, ან საქართველო, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი მოკავშირე ქვეყნები, ვინაიდან, ვითარება მსოფლიოში ყოველმხრივ უკიდურესად დაძაბულია. აქედან გამომდინარე, ამ ურთიერთობებში შესაძლოა, გარკვეული ნიუანსები არსებობდეს ისევე, როგორც ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებობს გარკვეული გაუგებრობები, დაძაბულობაც კი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავარი სტრატეგიული გეგმა და ხაზი იქნება დაზიანებული", - განაცხადა ვოლსკიმ.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს