გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი დაპირისპირების ორგანიზება იყო, რასაც თან მოსდევს მსხვერპლი - სააკაშვილისთვის და მისი ძალისთვის მსხვერპლი ჩვეულებრივი ამბავია

არის კი ეს კონკრეტული ადამიანი მსხვერპლზე წამსვლელი?! - დარწმუნებული ვარ, რომ არის! - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის აზრით, „კითხვის ნიშანს არ ტოვებს გარემოება, რაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით შეიქმნა".

„ჩამოსვლის მიზანი, რასაკვირველია, დაპირისპირების ორგანიზება იყო - ამას სხვა ალტერნატივა, სხვა განმარტება არ გააჩნია. დაპირისპირებას აუცილებლად თან მოსდევს მსხვერპლი. საერთოდ, მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი პოლიტიკური ძალისთვის მსხვერპლი, ადამიანის მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავია, რასაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვეგუებოდით. ახლა ამ ბოროტების დაბრუნების რესურსი და ძალა არ გააჩნიათ, მაგრამ ყველა შემთხვევაში დესტაბილიზაცია, დაპირისპირება, აჯანყების ორგანიზება, რაზეც ინტენსიურად საუბრობდნენ, მსხვერპლს განაპირობებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო