ბსუ-სა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკა ჩხარტიშვილმა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ხელმძღვანელმა ლევან ბექაიამ მოაწერეს. მათივე ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს წარმატებულ სტუდენტთა ხელშეწყობას და უმაღლესი განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. ამასთან, თანამშრომლობის ფარგლებში, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვისა და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტების ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ყოველწლიურ სტიპენდიას მიიღებენ. ფონდი ასევე პრემიებს გასცემს იმ აბიტურიენტებზეც, რომლებიც ბსუ-ში ყველაზე მაღალი ქულებით ჩაირიცხებიან.

„თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტთან და თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტთან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, უნივერსიტეტების რექტორები, კანცლერები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, რომლებმაც სიტყვით გამოსვლისას უმაღლესი განათლების განვითარებაში საგანმანათლებლო ფონდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, საგანმანათლებლო ფონდის მხრიდან სტუდენტთა მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ აფინანსებს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს. ფონდი გეგმავს მომავალში ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობას და საგანმანათლებლო პროექტების მასშტაბების გაფართოებას.

მომავალ წლებში საგანმანათლებლო ფონდის მიერ დაგეგმილია უმაღლესი სასწავლებლების გეოგრაფიული არეალისა და ფაკულტეტების რაოდენობის გაზრდა. მათ შორის, პროფესიული განათლების მიმართულებითაც”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო