შალვა პაპუაშვილის განცხადებით, IPSOS-ის საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ზუგდიდში მამუკა წოწერია იმარჯვებს, რაც ნიშნავს, რომ კვლევა მანიპულირებულია

ხშირად ვსაუბრობდით და ამას ფაქტებიც ადასტურებს, რომ ეს კვლევები იყო მანიპულირებული - თითქმის 5-6%-იანი მანიპულაცია არის გაკეთებული ზუგდიდში, მაშინ, როდესაც რეალური შედეგის მიხედვით „ქართული ოცნება“ და მამუკა წოწერია იგებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ, ადგილი აქვს გარკვეულ მანიპულაციებს, კერძოდ, როგორც უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, კვლევების მიხედვით, ზუგდიდში თითქოს ოპოზიციის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს უგებს.

„ხშირად ვსაუბრობდით და ამას ფაქტებიც ადასტურებს, რომ ეს კვლევები იყო მანიპულირებული, რადგან ყოველთვის დიდი აცდენა იყო და თუმცა, ვნახეთ, თუ როგორ ვერ დაიმალა მანიპულაციის კვალი და ამ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში თქვენ ნახავთ, რომ ნაცვლად იმ მონაცემებისა, რომელიც გუშინ მთავარ არხზე გამოქვეყნდა, სადაც ანზორ მელიასთან დაკავშირებით იყო მონაცემი 54,7%, ხოლო მამუკა წოწერიასთან დაკავშირებით - 45,3%. ამ დოკუმენტში, რომელიც დევს „იფსოსის“ საიტზე, წერია 51% - მამუკა წოწორიას შემთხვევაში და 49% - ანზორ მელიას შემთხვევაში. საინტერესოა, სხვა მონაცემები თითქოს იგივე არის, მაგრამ როგორც ჩანს, ეს დოკუმენტი თავად მანიპულირებული იყო და ჩარჩა შიგნით ძველი მონაცემი, რომელიც ნამდვილ მონაცემს შეეფერება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ ხდება წინაასაარჩევნო კვლევებით მანიპულირება. ეს მანიპულაცია დოკუმენტში, როგორც ჩანს, ბოლომდე არ წაიშალა და დარჩა კვალი, რომ თითქმის 5-6% არის მანიპულაცია გაკეთებული ზუგდიდში, მაშინ, როდესაც რეალური შედეგის მიხედვით, „ქართული ოცნება“ და მამუკა წოწერია იგებენ. მანიპულირებული და გადაკეთებული შედეგით გაცხადდა ისე, თითქოს არჩევნებს ანზორ მელია იგებს. ამ შემთხვევაში, ეს როგორც მტკიცებულება დევს ვებ-საიტზე და შეგიძლიათ ახლაც ნახოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს