ცესკო-ს თავმჯდომარე - ევროპარლამენტარებს მივაწვდით ყველა იმ სამზადისის შესახებ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება არჩევნების ჩატარებას

ჩემთვის მედიასაშუალებებით იყო ცნობილი, თითქოს რომელიმე კომისიის წევრი იყო აქციაზე, თუმცა, სადაც იარსებებს

გადაცდომის დადასტურებული ფაქტი, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება , - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტის მოკვლევის დაწყებისთვის საჭიროა მტკიცებულებები.

„ჩვენ არ მოვიკვლევთ, ადმინისტრაციული წარმოებისთვის გვჭირდება შესაბისი მტკიცებულებები იმისა, რომლითაც დადგინდება ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები პირის გადაცდომის შესახებ. მხოლოდ ასეთ შემთხვევში, რა თქმა უნდა, გვექნება ადეკვატური რეაგირება“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება უშუალოდ ევროპარლამენტარებთან შეხვედრას, ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საუბარის თემა მისთვის უცნობია.

„პირველი ტურის მსგავსად, მეორე ტურშიც ევროპარლამენტარებმა გამოთქვეს სურვილი ჩვენთან შეხვედრის. ცხადია, ჩვენ მივაწვდით ყველა იმ სამზადისის შესახებ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება 30 ოქტომბერს მეორე ტურის მთელი ქვეყნის იმ საარჩევნო ოლქებში არჩევნების ჩატარებას, სადაც გაიმართება. შესაბამისად, ჩვენ მივაწვდით ამ პერიოდში განხორციელებული იმ სიახლეების შესახებ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება რეკომენდაციების გათვალისწინებას ამ პროცესში, რაც ბუნებრივია, მოგვცემს იმ შესაძლებლობას, რომ ეს არჩევნები კიდევ უფრო მეტად მაღალი სტანდარტების შესაბამისად იყოს ჩატარებული. თვითონ ევროპარლამენტარების სურვილით ხორციელდება ეს შეხვედრა, თუმცა, ამ საკითხების მიღმა, თუ რაზე გვექნება საუბარი, პირადად ჩვენთვის უცნობია“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა