ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - შიმშილობაზე პასუხისმგებელი არის მოშიმშილე, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ადამიანის უფლებების დაცვაზე და შესაბამისად იმოქმედებს ყველა უწყება - შოუების ადგილი ციხე არ არის

30 ოქტომბრის შემდეგ, სააკაშვილი საერთოდ აღარ უნდა იყოს აქტუალური თემა ქართულ პოლიტიკაში. ის არის პატიმარი და ამას ყველა შეეგუება, მას მოუწევს მინიმუმ 6 წელი სასჯელის მოხდა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავად გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.

"როდესაც პატიმარი შიმშილობს, ამაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე პატიმარი, მარტივად არის საქმე. მე მოვისმინე პრეზიდენტის ძალიან მყარი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარ შემთხვევაში არ გეგმავს სააკაშვილის შეწყალებას. შიმშილობაზე პასუხისმგებელი არის მოშიმშილე, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ადამიანის უფლებების დაცვაზე და ამ სტანდარტის შესაბამისად იმოქმედებს ყველა სახელმწიფო უწყება", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, "ციხე არ არის ადგილი, სადაც შოუ შეიძლება მოაწყო". "ერთი რამ ვიცი - შოუების ადგილი ციხე არ არის", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის დაკავება, საერთაშორისო სკანდალი, კობახიძემ უპასუხა, რომ ერთადერთი უხერხულობა არსებობდა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში და ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი.

"ეს ფაქტორი მოიხსნა. ამით არის ბედნიერი, როგორც საქართველო, ასევე უკრაინა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ შეიძლება 6 - წლიანი შოუ დაიდგას ერთი კონკრეტული პირის მიერ, რომელიც არის უმძიმეს დანაშაულებში მსჯავრდებული ", - აღნიშნა კობახიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა