მიხეილ სააკაშვილი - ჩემი პროტესტის შედეგად ადვოკატებთან ნორმალური ურთიერთობა აღდგა და ექიმებს დაყოვნებისთვის ბოდიშს ვუხდი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს და კონსილიუმის წევრებს დაყოვნებისთვის ბოდიშს უხდის.

"დღეს, სამწუხაროდ, ოფიციალური სამედიცინო კონსილიუმის წევრებთან შეხვედრაზე უარის თქმა მომიხდა. მინდა, მათ ბოდიში მოვუხადო და ყველამ იცოდეს, რომ ისინი ძალიან კარგი, გულისხმიერი პროფესიონალები არიან. უბრალოდ, ვიდრე ადვოკატებთან არ აღმიდგებოდა სრულფასოვანი კომუნიკაცია ვერანაირ ანალიზებზე, მინერალებისა და სხვა მკურნალობის მიღებაზე ვერ დავთანხმდებოდი, ვინაიდან, კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება სწორედ ადვოკატები არიან.

ჩემი პროტესტის შედეგად ადვოკატებთან ნორმალური ურთიერთობა აღდგა და ექიმებს დაყოვნებისთვის ბოდიშს ვუხდი", - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 28-ე დღეა შიმშილობს. 27 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატებთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების გამო, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და ექიმებთან შეხვედრაზე და მკურნალობაზე უარი განაცხადა.

დღეს, დღის ბოლოს მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით ყველა პრობლემა აღმოიფხვრა და სააკაშვილმა "შეწყვიტა პროტესტის დამძიმება და ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს თანამშრომლობას ექიმებთან, მათ შორის კონსილიუმის წევრებთან".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს