გიორგი გახარია - “ოცნებამ“ არ იცის როგორ მართოს და „ნაცები“ ჩასაფრებულები არიან როდის ამოაყირავონ ქვეყანა -  ჩვენი პასუხისმგებლობაა არც ერთს და არც მეორეს ამის საშუალება არ  მივცეთ

ყველა ქართველი მიხვდება ახლა რაც ხდება - რაღაც ცირკში გვაცხოვრებენ. ჯერ ერთი გამოვარდა რაღაც აქცია მოაწყო, მერე მეორე გამოვარდა რაღაც აქცია მოაწყო. ქვეყანა მიდის იქეთ, რომ საბოლოო ჯამში გვაიძულებენ არჩევანი არ გვქონდეს და 2 ცუდიდან 1 ავირჩიოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარია სამეგრელოში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ახალმა პარტიამ შექმნიდან სულ რაღაც 3 თვის მანძილზე მოახერხა ადგილობრივ ხელისუფლებაში არსებითი ბერკეტების მოპოვება.

„გული ძალიან მტკივა ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ თუ გვინდა აი ამ ბავშვებისთვის მომავალი შევქმნათ - სიმართლე უნდა ვთქვათ და სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ „ოცნებამ“ არ იცის რა გააკეთოს და როგორ მართოს ეს ქვეყანა და „ნაცები“ ჩასაფრებულები არიან და მომენტს ეძებენ როდის ამოაყირავონ ეს ქვეყანა. ჩვენი პასუხისმგებლობა ეს არის - არც ერთს და არც მეორეს ამის საშუალება არ უნდა მივცეთ - და ჩვენ ეს შეგვიძლია!" , - ამბობს გახარია.

,,ვიღაც იფიქრებს, რომ 8% , 9% , ზოგან 20% - ცოტაა. ერთი პარტიაა და 30 წელია იქმნება, მეორე პარტიაა და 12 წელია იქმნება და ჩვენ 3 თვეა, რაც ერთად მუშაობა დავიწყეთ და შედეგი, უკვე რაც გვაქვს, იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ერთსაც და მეორესაც უბრალოდ ეშინოდეს ჩვენი. თუმცა ჩვენი მიზანი არ არის ვიღაცას ჩვენი ეშინოდეს, მიზანია ყველამ ერთად შევძლოთ ქვეყნის მომავლის დაგეგმვა.

რომელიმე თქვენგანმა იცის მაგალითად მეორე ტურების შემდეგ ქვეყანაში რა მოხდება? თბილისში ვინ გამოვარდება, ვის მოუნდება კიდევ ერთი 100-ათასიანი მიტინგის მოწყობა, ვის გული წაუვა, სად არის სახელმწიფო საერთოდ და ვინ არიან ადამიანები, რომლებიც იმის მიღმა, რომ აქციებზე დადიან და სისულელეებს გვიყვებიან - ფიქრობენ სამუშაო ადგილებზე, პენსიაზე, ჯანმრთელობაზე, ბავშვების განათლებაზე, ქვეყნის დაცვაზე, ოკუპაციაზე, იმაზე, რომ მომავალ წელს ფაროსანა იქნება - არ იქნება - სად არის ეს ხალხი საერთოდ! ეს ხალხი არ ჩანს. ვინ ფიქრობს, კოვიდს რა უნდა ვუყოთ, როგორ მოვერიოთ, 1 წელი გავიდა, 2 წელი გავიდა, 3 წელი... ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ, პასუხისმგებლობა ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავიღოთ და უნდა შევთანხმდეთ - რომ სახელმწიფო და ქვეყანა არის ყველაზე მთავარი და სხვა ყველაფერი არის მეორე, მესამე, მეოთხე ხარისხოვანი, თუ გვინდა, რომ აი ამ ბავშვებს ნორმალური ქვეყანა დავუტოვოთ. ნორმალური ქვეყანა მარტივი რამეა - კარგი სოციალური დაცვა ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის - ადამიანებისთვის, რომლებიც ათწლეულებია ამ ქვეყანას ემსახურებოდნენ, კარგი განათლება ბავშვებისთვის, კარგი გზა, კარგი სკოლა, კარგი საბავშვო ბაღი, კარგი საავადმყოფო და ვისაც ჯანი გვაქვს - ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ნეპოტიზმი და კორუფცია კი არა - თანაბარი პირობები, რომ ნორმალურად იშრომოს, ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი. სანამ არ ვიპოვით კავშირს იმ ეროვნულ მოძრაობასთან, რომელიც მაშინ დავკარგეთ, არაფერი არ გამოგვივა. ამიტომ, ეს კავშირი უნდა ვეძებოთ ყველამ ერთად და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პარტია არ არის მთავარი - სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტებია მთავარი”, - განაცხადა პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა