კომპანია "ფეისბუქი" სახელს იცვლის და Meta ერქმევა

"ფეისბუქმა" კორპორაციული სახელი შეიცვალა. კომპანიას Meta ერქმევა. კომპანიამ განაცხადა, რომ უკეთესად „მოიცავს“ იმას, რასაც აკეთებს, რადგან ის აფართოებს მის წვდომას სოციალური მედიის მიღმა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვირტუალური რეალობა.

ახალი სახელი უკავშირდება იდეას "მეტავერსის" - ონლაინ მსოფლიოს შექმნის შესახებ, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თამაში, მუშაობა და კომუნიკაცია ვირტუალურ გარემოში, VR ყურსასმენების გამოყენებით.

კომპანია აპლიკაციებსა და ტექნოლოგიებს ერთი ბრენდის ირგვლივ მოაქცევს. მარკ ცუკერბერგის განცხადებით, კორპორატიული სტრუქტურა უცვლელი დარჩება. შესაბამისად, ცვლილება არ ვრცელდება მის ცალკეულ პლატფორმებზე, როგორებიცაა Facebook-ი, Instagram-ი და Whatsapp-ი, სახელს შეიცვლის მხოლოდ მათი მფლობელი კომპანია.

იხილეთ ვიდეო:კომპანია "ფეისბუქი" სახელს იცვლის და Meta ერქმევა

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია