მედეა მეტრეველი - 119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი, ერთ-ერთია იმ უსამართლო გადაწყვეტილებას შორის, რასაც ია კერზაია ემსხვერპლა

"ლელოს" წევრი მედეა მეტრეველი 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გათავისუფლებას ეხმაურება. მისი თქმით ქვეყანას ჭირდება თავისუფალი და პროფესიონალი პედაგოგები, რადგან საქართველოში აღიზარდონ ღირსეული მოქალაქეები, მაგრამ "ქართული ოცნების" 9 წლიანი მმართველობის პერიოდში მთავარი იერიში განათლების სისტემაზეა.

მეტრეველის თქმით, "ოცნებამ" დევნის ობიექტად აქცია ის პედაგოგები, რომლებიც არ ემორჩილებიან უკანონო და დანაშულებრივ გადაწყვეტილებებს და 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტიც ერთ-ერთია იმ უსამართლო გადაწყვეტილებებს შორის, რომელსაც რამდენიმე წლის წინ პედაგოგი ია კერზაიაც ემსხვერპლა.

"დიახ, ჩვენ გვჭირდება თავისუფალი და პროფესიონალი პედაგოგები, რომ აღვზარდოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები. სწორედ ამიტომაც, „ოცნების“ ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის დროს მთავარი იერიში განათლების სისტემაზე მიიტანეს და პედაგოგები, რომლებსაც უყვართ თავისი პროფესია, აქვთ ღირსება და არ ემორჩილებიან უკანონო და დანაშულებრივ გადაწყვეტილებებს, დევნის ობიექტებად აქციეს. 119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი არის ერთ-ერთი იმ მრავალ უსამართლო გადაწყვეტილებას შორის, რომელსაც, რამდენიმე წლის წინ, პედაგოგი ია კერზაია ემსხვერპლა", - განაცხადა მედეა მეტრეველმა.

მისივე თქმით, თუ სადმე უნდა არსებობდეს თავისუფალების უმაღლესი ხარისხი, ეს სკოლებია, სადაც ბავშვები პიროვნებად ყალიბდებიან, პასუხისმგებლიან მოქალაქეებად, თავისუფალი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნებით.

„დიახ, მათთვის ავტორიტეტები მასწავლებლები არიან, რომლებთანაც დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ და მათგან სწავლობენ, მათ ბაძავენ, მათი სჯერად და ენდობიან. დიახ, ჩვენ გვჭირდება თავისუფალი და პროფესიონალი პედაგოგები, რომ აღვზარდოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები. სწორედ ამიტომაც, „ოცნების“ ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის დროს მთავარი იერიში განათლების სისტემაზე მიიტანეს და პედაგოგები, რომლებსაც უყვართ თავისი პროფესია, აქვთ ღირსება და არ ემორჩილებიან უკანონო და დანაშულებრივ გადაწყვეტილებებს, დევნის ობიექტებად აქციეს. 119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი არის ერთ-ერთი იმ მრავალ უსამართლო გადაწყვეტილებას შორის, რომელსაც, რამდენიმე წლის წინ, პედაგოგი ია კერზაია ემსხვერპლა. ჩემი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა პედაგოგებს და ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც დანაშაულებრივი სისტემის მარწუხების მიუხედავად, ცდილობს არ უღალატოს პროფესიულ და მოქალაქეობრივ პრინციპებს და თავისი საქმიანობის სფეროში შეინარჩუნოს თავისუფლების ხარისხი და ღირსება" - აცხადებს მედეა მეტრეველი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა