„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო ფართოვდება

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის შემდგომი განვითარების მიზნით მათ მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ფეხსაცმელების მწარმოებელი კომპანია „ლევანტო“ გაფართოვდა. კომპანიამ ქუთაისში ახალი სავაჭრო ობიექტები და საბითუმო ნედლეულის მაღაზია გახსნა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, „ლევანტო“ პროდუქციის რეალიზაციას უკვე ონლაინ მაღაზიის მეშვეობითაც ახდენს, რაც მას გაყიდვების ზრდისა და ბიზნესის გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს.

პროექტის განხორციელებისთვის ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი 200,000 ევროს შეადგენს. თანხა ასევე საბრუნავი საშუალებების შეძენას მოხმარდა.

„საქართველოს ბანკისა“ და „ლევანტოს“ თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. მაშინ ბანკისა და კომპანიის პარტნიორობით მოხდა დანადგარების, კომპანიის პირველი შენობა ნაგებობისა და საწარმოო ხაზის შეძენა. ბანკის მხრიდან განხორციელებულმა ინვესტიციამ 50,000 დოლარი შეადგინა. მოხარული ვართ, რომ ქართულ საქმეს ვუწყობთ ხელს და გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მათ ახალ წამოწყებებში“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

როგორც „ლევანტოში“ აცხადებენ, დღეს „ლევანტო“ საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც მაღალი ტექნოლოგიებით ქართულ პროდუქტს ქმნის.

„ლევანტო“ გახდა ნოვატორი კომპანია, რომელმაც ქართული პროდუქტისადმი უნდობლობის სტერეოტიპი დაამსხვრია და თამამად განაცხადა: დამზადებულია საქართველოში! კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ქალისა და მამაკაცის, სეზონური ფეხსაცმლის 50-მდე მოდელს აწარმოებს. როგორც სპორტულს, ასევე კლასიკურს. საქმიანობის დაწყებისას ჩვენ გვწამდა, რომ მალე მოვიპოვებდით მომხმარებელთა ნდობას, რადგან ჩვენი წარმატების ფუნდამენტური ღირებულება ეფუძნება კეთილსინდისიერებას და მაღალ პროფესიონალიზმს. ეს ასეც მოხდა, „ლევანტო“ მართლაც გახდა ღირსეული ბრენდი ქართულ ბაზარზე. დღეს „ლევანტო“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მაღალი ტექნოლოგიებით ქმნის ქართულ პროდუქტს. მოხარული ვართ რომ ამ გზაზე გვერდით ჩვენი საიმედო პარტნიორი, საქართველოს ბანკი გვიდგას“,- აცხადებენ კომპანიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა