„ევროპული საქართველოს" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

„ევროპული საქართველოს" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. როგორც პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, აქციის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ "ევროპული საქართველოს" პოზიციის დაფიქსირება. მან საზოგადოებას ასევე მოუწოდა არჩევნებზე მისვლისა და ოპოზიციის კანდიდატთა მხარდაჭერისკენ.

„ევროპული საქართველოს" პოზიციაა, რომ ხვალ გვაქვს შანსი შევამციროთ ის უზარმაზარი საფრთხე, რასაც ივანიშვილი რეჟიმი ჩვენს ქვეყანას უქმნის. ხვალ შეგვიძლია იმ უფსკრული პირიდან ოდნავ უკან გამოვიწიოთ. ასევე, ეს უნდა იყოს გაკვეთილი ყველა მომავალი მთავრობებისთვის, რომ როდესაც ასე დაუპირისპირდები ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ასე ფეხებზე დაიკიდებ მოქალაქეებს, ამისთვის ისინი დაგსჯიან არჩევნებზე პოლიტიკურად. ეს ორი ურთიერთდაკავშირებული ამოცანა შეიძლება ხვალ შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი საფრთხეები უფრო იზრდება, რადგან ეს რეჟიმი ყველასთვის ნათელია, რომ ყველაფერზე წამსვლელი ხალხია ძალაუფლებისთვის და ამისთვის მზად არიან შესწირონ ქვეყნის ყველაზე ფუნდამენტური საკითხები, დათესონ იმ ტიპის შუღლი, ზიზღი და ძალადობა, რომელიც დიდი ხნით გადაიყოლებს ჩვენი ქვეყნის შანსებს, რომ თავისუფალი და ნორმალური ქვეყანა ვიყოთ", - განაცხადა ბოკერიამ.

როგორც მან აღნიშნა, ხვალ საზოგადოებას შეუძლია, რომ ამ სახიფათო პროცესს მუხრუჭი დააჭიროს.

„ხვალ არ ხდება ერთი მთავრობის მეორით ჩანაცვლება, ხვალ უბრალოდ ხდება ამ რეჟიმის ჩარჩოში მოქცევა და დაძვრა იმ პროცესის, რომ მისი შემდგომში ჩანაცვლება ვადამდელი არჩევნებით ისე უნდა მოხდეს, რომ არავის ხელში ერთპიროვნული ძალადობა აღარ იყოს", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა