ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

ღვინისა და ალკოჰოლის სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე მწარმოებლების რეკორდული რაოდენობა - 160 ღვინის მწარმოებელი კომპანია იქნება წარმოდგენილი.

„გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება წინა წლებთან შედარებით მწარმოებლების რეკორდული რაოდენობა - 160 ღვინის მწარმოებელი კომპანია (ოჯახური მარნები, საშუალო და მსხვილი საწარმო, ბიოდინამიური და ქვევრის ღვინო, ახალი 2019-21 წლის მარნების ექსპოზიცია, ღვინის ტექნოლოგიები, შეფუთვა და აქსესუარები).

WinExpo Georgia კვლავა რჩება რეგიონში ერთადერთ გამოფენად, სადაც, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლის გარდა, წარმოდგენილი იქნება შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა - დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები და სერვისები.

WinExpo Georgia აქტუალურია არა მარტო ღვინის მოყვარულთათვის, არამედ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვისაც, აქ შესაძლებელია გაეცნოთ შესაფუთი მასალების, სასუქების, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარების, სანერგეების, მინისა და აქსესუარები მომწოდებელ კომპანიებს.

ღონისძიება ჩატარდება 30-31 ოქტომბერს, 11:00-დან 18:00-მდე, „ექსპოჯორჯიას“ გარე ტერიტორიაზე და მესამე პავილიონში. გამოფენა ოფიციალურად გაიხსნება 30 ოქტომბერს, 11:00-სთ-ზე. გამოფენას ოფიციალურად „ექსპოჯორჯიას“ დირექტორი რესან ქიქავა გახსნის.

გამოფენის ფარგლებში, 29-30 ოქტომბერს, ღვინის მე-12 საერთაშორისო კონკურსი Georgiana International wine award ჩატარდება. კონკურსის თავჯდომარე ღვინის მაგისტრი ბრიტანეთიდან მრავალი ჯილდოს მფლობელი ღვინის მწერალი - ჰარპერსის, დეკანტერის და მრავალი სხვა გამოცემის ავტორი ტიმ ატკინი იქნება. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან: ღვინის ექსპერტი (აშშ), მრავალი საერთაშორისო დეგუსტაციის ჟიურის წევრი - ფელისიტი კარტერი; ენოლოგი ( Reims Champagne-Ardennes), არმოსავლეთ ევროპის ღვინის საწარმოთა კონსულტანტი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი აურორა ჟუდი. ენოლოგი, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე ლევან მეხუზლა; ენოლოგი, ღვინის ექსპერტი მიხეილ მესხი; ენოლოგი, ღვინის სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 8 კატეგორიაში, გაიცემა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები, გაისინჯება 300-მდე ღვინის ნიმუში.

პარალელურად 31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ღვინის ექსპორტის ფორუმი Winexpo Forum ჩატარდება, რომელიც ღვინის იმპორტიორებთან დისკუსიის რეჟიმში სხვადასხვა ქვეყნის ბაზრის განხილვას და პრაქტიკულ რჩევებს მწარმოებლებისთვის შეხვედრებს გულისხმობს.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ღვინის პოპულარიზაცცისთვის მონაკოს სომელიეთა ასოციაციის საპატიო წევრად დასახელებული ილია კახოიძე, მიხეილ სონღულაშვილი, ქართული ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაცია ჩინეთის ბაზარზე.

ასევე მოწვეული იმპორტიორები, რესტორნების ქსელების და ღვინის მაღაზიების წარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან: ბელგია, დანია, ნიდერლანდები, თურქეთი, გერმანია.

ფორუმზე დასწრება შესაძლებელია გამოფენის ყველა მონაწილისათვის.

WinExpo Georgia -ს მხარდამჭერები არიან სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს