საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიასთან წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, მხარეებმა წინასაარჩევნო პროცესები და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს, ისაუბრეს პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციაზე და მის დაძლევაზე. საუბრისას ასევე ხაზი გაესვა პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის როლს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია ქვეყნისათვის პრობლემად რჩება, პრეზიდენტი პირველივე დღიდან ყველანაირ ძალისხმევას იყენებს მისი შემცირების მიმართულებით და არჩევნების შემდგომაც ეს მისი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ მწვავე პოლარიზაციის გამო ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ოკუპაცია, პანდემია და ვაქცინაცია, რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები ყურადღების მიღმა რჩება და არჩევნების შემდეგ ქვეყანამ აქტიურად უნდა განაგრძოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარების დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ, რომელიც გამოიხატება ჯანდაცვის სერვისებსა და ვაქცინაციაზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობაში ასევე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაში.

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში ყველა დონეზე აქტუალურად განიხილებოდეს.

ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
Samsung-მა უახლესი Galaxy S23 სერია წარადგინა
GM PHARMA-ს ხარისხის კონტროლისა და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების აღიარება
„ბიზნეს დიალოგი“ – „ლიბერთის“ ინიციატივა რეგიონებში
Mastercard, USAID და საქართველოს ფინტექ ასოციაცია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის Tap on Phone პროექტს წარადგენენ
თბილისში „სიმეტრიას“ მიერ განვითარებული საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო - Holiday Inn Express Tbilisi Avlabari გაიხსნა
იოსებ კეჭაყმაძის საკომპოზიტორო შემოქმედება და ფონდი „ქართული გალობა“
ექსპერტიზის ბიურო მომსახურების განახლებულ ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ შარშან, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის
„ლიბერთი“ მასშტაბური პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს
BTU-მ ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შექმნისთვის საჭირო კვლევა დაიწყო
სიახლე - „ლიბერთის“ ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება