ზაალ უდუმაშვილი - ოპოზიცია რევოლუციისთვის კი არა, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლისთვის ემზადება

ღიმილისმომგვრელია ყოველი არჩევნების წინ განცხადებები, რომ ოპოზიცია ემზადება რევოლუციისთვის - უკვე გავიარეთ რამდენი არჩევნები და ვნახეთ, რომ ოპოზიცია რევოლუციისთვის კი არ ემზადება, ემზადება არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის და ოპოზიციის რევოლუციურ გეგმებზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

უდუმაშვილის თქმით, მათი გეგმა არის ხვალინდელ არჩევნებში გამარჯვება და შემდეგ ხელისუფლების ცვლილება ვადამდელი არჩევნებით.

„რეალურად რომ რაღაც ჰქონდეთ, წარმოიდგინეთ რამხელა სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრებოდა, იქნებოდა დაკითხვები და ა.შ. უკვე ღიმილისმომგვრელია ყოველი არჩევნების წინ, რომ ოპოზიცია ემზადება რევოლუციისთვის. უკვე გავიარეთ რამდენი არჩევნები ყველამ ერთად და ვნახეთ, რომ ოპოზიცია რევოლუციისთვის კი არ ემზადება, ემზადება არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლისთვის. ეს ჩვენ დავამტკიცეთ არაერთხელ და ახლა დავამტკიცებთ რეალურად, როცა გამოცხადდება არჩევნების შედეგები. ჩვენ 20- ვე მუნიციპალიტეტში ველოდებით გამარჯვებას, ყველა ის გაყალბება, რომელიც ვნახეთ 2 ოქტომბრის არჩევნებზე, თუნდაც, გასული წლების არჩევნებზე, ისევ ძალაშია და „ქართული ოცნება" ისევ არ იტყვის უარს ამ მექანიზმებზე და გაათმაგებულად შეეცდება მიიტაცოს არჩევნები. მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებულები ვიქნებით ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური მიმდინარეობს, ძალიან ბევრი ხალხი იქნება უშუალოდ საარჩევნო უბნებთან, რომლებიც დაიცავენ ჩვენი ხალხის ხმებს. ერთადერთი და ყველაზე კარგი ეფექტი გაყალბების წინააღმდეგ არის ის, რომ უნდა ვიყოთ აქტიურები, მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში",- განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო