ლევან იოსელიანი - ყველას მოვუწოდებ, როცა მკვლელობას, თვითმკვლელობას და ასეთ ფრაზებს ეხება საქმე, ძალიან ფრთხილად იყოს

ყველას მოვუწოდებ, რომ როცა მკვლელობას, თვითმკვლელობას და ასეთ ფრაზებს ეხება საქმე, ძალიან ფრთხილად იყოს ეს გამოყენებული, რადგან ეს ადამიანების მიერ შეიძლება აღქმული იქნას განსხვავებულად და არ ვიცით, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ თვითმკვლელობის უფლება ყველა ადამიანს აქვს და ეს კანონში წერია.

იოსელიანის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება ძალიან არ მოეწონა.

"არ ვფიქრობ, რომ ზოგადად თვითმკვლელობაზე საუბარი სწორია ნებისმიერ კონტექსტში, როგორიც არ უნდა იყოს, როცა საუბარია ასეთ სენსიტიურ თემაზე. ამიტომ, ამ განცხადებას ძალიან უარყოფითად ვაფასებ და ყველას მოვუწოდებ, რომ როცა მკვლელობას, თვითმკვლელობას და ასეთ ფრაზებს ეხება საქმე, ძალიან ფრთხილად იყოს ეს გამოყენებული, რადგან ეს ადამიანების მიერ შეიძლება აღქმული იქნას განსხვავებულად და არ ვიცით, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს,"- განაცხადა იოსელიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს