ხატია დეკანოიძე - ხვალ არის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, დღე, როდესაც ოპოზიცია დიდ ქალაქებში ემზადება გამარჯვებისთვის

ხვალ არის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, დღე, როდესაც ოპოზიცია დიდ ქალაქებში ემზადება გამარჯვებისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ ქუთაისშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს ქუთაისში მოქალაქეებისთვის თანხის დარიგებისა და პირადობების ჩამორთმევის ფაქტი აღკვეთეს.

„მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანაში აუცილებელია ცვლილებები და ხვალიდან უნდა გავიღვიძოთ ახალ ქვეყანაში, სადაც დემოკრატია იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც დაიწყება ჩვენი მოქალაქეების ნების დაფიქსირებისთვის. მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს ყველა, ვინც ადგილზე ხართ ჩაწერილი, აუცილებლად მობრძანდით იმისთვის, რომ ყველგან ადგილზე დააფიქსიროთ თქვენი ნება. დღეს ქუთაისში აღვკვეთეთ ფაქტი, რომელიც გულისხმობდა პირადობის მოწმობების ჩაბარებას და ფულის დარიგებას. მათი აქტივის მობილიზება ქუთაისში არის ის მასშტაბი, რაც ჰგონიათ რომ ეყოფათ, მე პირობას ვიძლევი, რომ თითოეულ ხმას გავუფრთხილდებით და ყველა ხმა იქნება დაცული. წარმოუდგენელს ვიზამთ უბნებზე, რომ გარდაუვალი გამარჯვება გავიფორმოთ”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა