უკრაინელი დეპუტატი - ვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცენ, იმიტომ რომ ის უკრაინის მოქალაქეა - ეს მოლაპარაკებები დიპლომატიურ დონეზე ყოველდღე მიმდინარეობს

პირველ რიგში გვსურს ვიხილოთ, რომ უკრაინის მოქალაქე ნორმალურ მდგომარეობაში და პირობებში იმყოფება, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა იულია კლიმენკომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესვლამდე განაცხადა.

კითხვაზე, ითხოვენ თუ არა ისინი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას, დეპუტატმა უპასუხა, რომ ისინი ითხოვენ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცენ, თუმცა ეს არის საკითხი, რომლის განხილვაც დიპლომატებს შორის უნდა მოხდეს.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცენ, იმიტომ რომ ის უკრაინის მოქალაქეა. ამის განხილვას აქ, რა თქმა უნდა, არ დავიწყებთ. ეს არის დიპლომატებს შორის განსახილველი საკითხი.

ჩვენ დღეს აქ იმისთვის ვართ, რომ დავრწმუნდეთ, რომ მიხეილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კრიტიკულ მგომარეობაში არ არის, რადგან უკრაინაში სრულიად განსხვავებული ინფორმაცია გვაქვს, ძალიან შემაშფოთებელი იმის შესახებ, რომ მას სისხლის გადასხმა გაუკეთეს, რომ ის კრიტიკულ მდგომარეობაშია და ა.შ. ამიტომ ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ მის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატოთ და ასევე დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადაიყვანონ ის სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა კლიმენკომ.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე, დეპუტატმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დიპლომატიურ დონეზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ეს მოლაპარაკებები დიპლომატიურ დონეზე ყოველდღე მიმდინარეობს. ამ პროცესს დროს დასჭირდება, ერთ დღეში ვერ გადაწყდება. როგორც უკრაინის ელჩმა გვაცნობა, რომელსაც ჩვენ შევხვდით, მოლაპარაკებები უწყვეტად მიმდინარეობს“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უმთავრესი საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა