ბაჩო დოლიძე - გახარიას პარტიამ არჩევნების მეორე ტურში მხარი ოპოზიციას უნდა დაუჭიროს, თორემ საკრებულოებში ერთი კაციც არ დარჩებათ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, იმისათვის, რომ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ საკრებულოებში დეპუტატები შეინარჩუნოს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მხარი ოპოზიციას უნდა დაუჭიროს.

როგორც ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში გახარიას პარტიას საკრებულოებში „ერთი კაციც არ დარჩება“.

„ერთი კაციც არ დარჩება ბატონი გახარიას გუნდს საკრებულოში, თუ ოპოზიციამ არ გაიმარჯვა მეორე ტურში. აბსოლუტურად ყველას გადაიყვანენ - ზოგი იქნება წარმოდგენილი ვითომ დამოუკიდებელ დეპუტატად, ზოგიც ისევ დაუბრუნდება „ქართულ ოცნებას“. ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი, როგორც მუშაობს სუს-ი, როგორც მუშაობს „ქართული ოცნება“. ერთადერთი, გახარიას ხალხის საკრებულოში შენარჩუნება ოპოზიციის გამარჯვებაზე გადის. თან თუ დაინახეს, რომ სადღაც შესაძლებელი იქნება მოგება და განწირულები იქნებიან, ოპოზიციაში ვერ დარჩება ეს გუნდი და ნადირობა იქნება აბსოლუტურად ყველა ოლქში, ყველა რეგიონში“, - განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა სწორი სვლა, გიორგი გახარიამ მის ამომრჩეველს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდოს, ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, რომ „გახარიას პარტიის ერთადერთი გადარჩენა იქნებოდა, რომ გაემარჯვა ოპოზიციას.

„მისთვის გასაგები უნდა იყოს, თუ ოპოზიცია მარცხდება, ერთი დეპუტატიც არ ეყოლება საკრებულოში“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, ბაჩო დოლიძის თქმით, ზუგდიდში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ანზორ მელია იმარჯვებს, ხოლო დედაქალაქში, „ძალიან ახლო-ახლო ბრძოლა იქნება“.

„ურთულესი ბრძოლა იქნება ყველა ოლქში, მე არ ველოდები მარტივ ბრძოლას. ზუგდიდში არაჩვეულებრივი განწყობა სუფევს, იმდენად დარწმუნებულია საზოგადოება ოპოზიციის მოგებაში. გამორიცხულია, რომ სუს-მა ან შსს-ს დაქვემდებარებულმა ორგანოებმა წააქციოს ეს ხალხი. ანზორ მელია იმარჯვებს უპრობლემოდ, მაგრამ ველოდებით, რომ იქნება წნეხი, მანიპულირების მცდელობა, რომ შედეგებზე რაღაცნაირად გავლენა იქონიოს. თბილისთან მიმართებაში ვიცით, რომ ძალიან ახლო-ახლო ბრძოლა იქნება, მგონია, რომ ყველაფერს გადაწყვეტს ამომრჩეველთა რაოდენობა“, - განაცხადა დოლიძემ.

გარდა ამისა, ბაჩო დოლიძემ პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას საპატიმროში მოთავსებული სააკაშვილის ეშინია.

„თურმე იმიტომ არ გადაჰყავთ სამოქალაქო კლინიკაში, რომ შიში აქვთ ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებას“, რომ იქ რამდენიმე ათასი კაცი მივარდება და გამოიხსნის ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. ეს პირდაპირ ლუსტრაცია და აღიარება იყო, რომ სახელმწიფო კი არა, რაღაც დაჯგუფება გვყავს, რომელიც ვერ მართავს პროცესებს და ნებისმიერი პროცესის ეშინიათ, ვერ უზრუნველყოფს პატიმრის უსაფრთხოებას. ეს იყო სამარცხვინო პრემიერის სამარცხვინო განცხადება, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ გადაჰყავთ ადამიანი კლინიკაში, რომელსაც ესაჭიროება დახმარება, აქვთ პანიკური შიში, რომ ვიღაც არ მიუვარდეთ იქ და ვერ დაიცავენ უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა