კიბერუსაფრთხოების პოსტერებისა და სლოგანების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

კიბერუსაფრთხოების პოსტერებისა და სლოგანების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნამუშევრები ათი წევრისგან შემდგარმა კომისიამ შეაფასა. კომისიაში საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს საბანკო ასოციაციის და ზემოაღნიშნული კომერციული ბანკების წარმომადგენელები იყვნენ.

მათივე ცნობით, შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი მოიპოვა გია სიჭინავამ ნამუშევრით: "პაროლი ჰგავს პირბადეს" მეორე ადგილის მფლობელი გახდა ლუკა კაცაძე - "არავის ენდო ბრმად" მესამე ადგილი კი ნოდარ კოპალეიშვილს ერგო - "დაფიქრდი სანამ გაქრება".

"ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას შეუერთდა და წელს პირველად, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საგანმანათლებლო პლატფორმა Finedu - ს, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და საქართველოში ლიცენზირებული ექვსი კომერციული ბანკის - "თიბისი ბანკის", "საქართველოს ბანკის", "ვითიბი ბანკი ჯორჯიას", "ლიბერთი ბანკის", "ბაზისბანკისა" და "პაშა ბანკი საქართველოს" ჩართულობითა და მხარდაჭერით, კიბერცნობიერების ამაღლების მიზნით, კიბერუსაფრთხოების თემაზე შექმნილი პოსტერებისა და სლოგანების კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის მონაწილეთა ამოცანა საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლება იყო.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა შეექმნათ პოსტერი (სურვილის შემთხვევაში სლოგანთან ერთად), რომელიც მოქალაქეს საკუთარი პერსონალური და საბანკო/საფინანსო ინფორმაციის გაცემისას სიფრთხილისკენ მოუწოდებდა.

ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას აქცევს საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებს და მოქალაქეებს რეგულარულად მოუწოდებს სიფთხილის გამოჩენისაკენ “,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს