მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - უნდათ, ხალხი დაზაფრონ, რათა ხვალ არჩევნებზე არ მივიდეს - სუს-ი ჩამდგარია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სამსახურში

უნდათ, რომ ხალხი დაზაფრონ, რათა ხალხი ხვალ არჩევნებზე არ მივიდეს - სუს-ი ჩამდგარია როგორც ყოველთვის "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სამსახურში, - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია სუს-ის ბრიფინგს.

მისი თქმით, სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები ფაბრიკაციაა.

"ხელისუფლება არის აგონიაში, მსგავსი ფაბრიკაციული საქმეები ჩვენ უკვე ვნახეთ, ეს იყო საბურავების საქმე და შემდეგ თაროზე შემოდეს, შემდეგ ელექტროშოკების საქმე და თაროზე შემოდეს. ამათ უნდათ, რომ ხალხი დაზაფრონ, რათა ხალხი ხვალ არჩევნებზე არ მივიდეს. სუს-ი ჩამდგარია როგორც ყოველთვის "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სამსახურში.

სიმართლე არის ერთი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოვიდა ისე, რომ ერთი ინციდენტიც არ მომხდარა. მიხეილ სააკაშვილის დაკავებისას ვნახეთ, როგორ ღირსეულად შეხვდა ის რიგით პოლიციელებს და არავინ არ დაზარალებულა. მიხეილ სააკაშვილი ერთი თვეა სამარტოო საკანში შიმშილობს და ერთადერთი ადამიანი, ვის ჯანმრთელობასაც ზიანი ადგება და სიცოცხლე რისკის ქვეშ დგას, არის მიხეილ სააკაშვილი. ადამიანი, ვის წინააღმდეგაც ნამდვილად სპეცოპერაციაა დაგეგმილი და ამას ღიად ახმოვანებს პრემიერად წოდებული ღარიბაშვილი, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელ სახელმწიფო გადატრიალებაზეა საუბარი.

რასაც ვუსმინეთ ამის შეფასება რაიმე ტიპის კრიმინალად შეუძლებელია და უფრო მეტიც, ბრიფინგი მოაწყვეს, მოწმედ დავიბარეთ ეს ხალხიო, მოწმედ არ გამოცხადდნენ და სასამართლოში უნდა გამოვკითხოთო. ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდისტული ბრიფინგი და ამ ბრიფინგს სამართლებრივი კომპონენტი არ გააჩნდა.

სასამართლომ მსგავს ფაბრიკაციებში მონაწილეობის მიღებას სჯობს მიხეილ სააკაშვილის პროცესები ჩანიშნოს.

ხვალ ქართველი ხალხი არჩევნების გზით დაუსვამს წერტილს საქართველოში ოლიგარქიულ მმართველობას და სუს-ის ვიდეოები და ხალხის დაზაფვრის მცდელობები ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო