ელენე ხოშტარია - არ არსებობს ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ საკუთარ ქვეყანაში კიდევ ერთი პრეზიდენტი მოკვდეს - არ არსებობს მოგებული, ასეთი დამოკიდებულებისგან

გუშინ გამოვიდა ღარიბაშვილი და თქვა თუ უნდა, მოკვდეს მიხეილ სააკაშვილიო - ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, რომ მე, ჩემი ქვეყანა წამართვას და ჩემი სახელით გააღოს ციხე, ვინც უნდა ის ჩასვას და შემდეგ ასე, შეურაცხმყოფელად ისაუბროს, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ოპოზიციური კოალიციის შემაჯამებელ მიმართვაში აღნიშნა.

როგორც ხოშტარია განმარტავს, ასეთი დამოკიდებულებით გამარჯვებული არ არსებობს.

„გუშინ გამოვიდა ღარიბაშვილი და თქვა თუ უნდა: მოკვდეს მიხეილ სააკაშვილიო, ვინ მისცა ღარიბაშვილს უფლება?! რა მნიშვნელობა აქვს, ვის მოწონს მიხეილ სააკაშვილი და ვის არ მოწონს, პოლიტიკურად ერთმანეთში როგორ ვიჩხუბებთ, რას გადავწყვეტთ თავისუფალი არჩევნებით.

ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, რომ მე, ჩემი ქვეყანა წამართვას და ჩემი სახელით გააღოს ციხე, ვინც უნდა ჩასვას და შემდეგ ასე, შეურაცხმყოფელად ილაპარაკოს.

არ არსებობს ადამიანი, ვისაც თუნდაც არ მოწონს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უნდა, რომ საკუთარ ქვეყანაში კიდევ ერთი პრეზიდენტი მოკვდეს, არ არსებობს ასეთი რამ! არ არსებობს მოგებული, ასეთი დამოკიდებულებისგან. მე ვაცხადებ, რომ ბიძინა ივანიშვილი იქნება, ღარიბაშვილი, წულუკიანი, თუ ვინც გინდა, მისი ერთი გრამი უფლება რომ დაირღვეს, ზუსტად ასეთივე შემართებით უნდა დავიცვათ ის. ჩვენს სახელს და გვარებს კი არ ვიცავთ ჩვენ ვიცავთ ადამიანს, რომელიც უნდა იყო ღერძი და საფუძველი ჩვენი სახელმწიფოსი“,- აღნიშნავს ხოშტარია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს