ნიკა მელია - ჩვენ უნდა ვიხსნათ მიხეილ სააკაშვილი მკვლელობის მცდელობისგან - ხვალ, გამარჯვებისთანავე უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა და სამოქალაქო გახლეჩის ეპოქა

ჩვენ უნდა ვიხსნათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკვლელობის მცდელობისგან!,- ამის შესახებ თბილისში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ოპოზიციური კოალიციის შემაჯამებელი მიმართვისას აღნიშნა.

როგორც მელია განმარტავს, ხვალ, გამარჯვებისთანავე უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა და სამოქალაქო გახლეჩის ეპოქა.

„ხვალინდელი დღე გამარჯვებისთანავე უნდა გახდეს დასაბამი, რომ ისტორიულ უსამართლობას ბოლო მოეღოს! ჩვენი აქტიურობით, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე უნდა ვიხსნათ! ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ ხვალინდელი აქტიურობით. პირდაპირ ვიტყვით, ენის მოჩლექვის გარეშე, ამას არც მალავენ, ამ ნაბიჯებს დგამენ. ჩვენ უნდა ვიხსნათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკვლელობის მცდელობისგან! კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ უნდა მოხდეს, ხვალ, გამარჯვებისთანავე უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა და სამოქალაქო გახლეჩის ეპოქა. ხვალინდელი გამარჯვება ამასაც მიეძღვნება, რომ არავინ იგრძნობს თავს დაუცველად!“,-აღნიშნავს მელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა