იუსტიციის მინისტრი - სააკაშვილს არცერთხელ არ უთქვამს უარი სამედიცინო ჩარევაზე, ეს არის საზოგადოების მოტყუების ძალიან უბადრუკი მცდელობა

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მთელი პატიმრობის მანძილზე არცერთხელ არ უთქვამს უარი სამედიცინო დანიშნულებაზე და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ის უარს აცხადებს ექიმების რეკომენდაციების შესრულებაზე, ამომრჩევლის ნებით მანიპულაციის ნიმუშია.

„რაც შეეხება განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა მკურნალობა და უარი თქვა მკურნალობის გაგრძელებაზე, არის მტკნარი სიცრუე და ძალიან სამწუხაროა, როდესაც საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში და ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს, პირველ რიგში, და შემდეგ – დანარჩენ საზოგადოებას", – განაცხადა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრალდებული/მსჯავრდებული სააკაშვილი ასრულებს ექიმების ყველა რეკომენდაციას იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და ენერგია; სხვადასხვა განცხადება კი, რაც კეთდება, მიზნად ისახავს ამომრჩევლის ნებით მანიპულაციას.

„ეს არის კიდევ ერთი ძალიან დიდი ტყუილი, რომ მოატყუონ საკუთარი ამომრჩეველი, მოახდინონ მანიპულირება მათ საარჩევნო ნებაზე... ჩვენ ვიხილეთ დღეს სხვადასხვა პოლიტიკოსის განცხადება, რომლებიც ეუბნებოდნენ ამომრჩევლებს, რომ ვინც კი ხმას მისცემს სხვა ძალას, ის ხელს აწერს სააკაშვილის მკვლელობას. ეს არის სრული ძალადობა საზოგადოებაზე", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება არჩევნების მეორე ტურის წინ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ არის მიმართული.

„მაინცადამაინც არჩევნების წინა დღეს პატიმარმა თითქოსდა უარი თქვა მკურნალობაზე - ამ განცხადებიდან ნახევარი საათის განმავლობაში მან ისარგებლა სამედიცინო მომსახურებით და მიიღო აბსოლუტურად ყველა ის სითხე, პრეპარატი და აბი, რასაც იღებდა წინა დღეების განმავლობაში", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მსჯავრდებულ/ბრალდებულ სააკაშვილს „არცერთხელ არ უთქვამს უარი სამედიცინო დახმარებაზე".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა