რატი ბრეგაძე - „ნაციონალური მოძრაობა" არის არაფორმალური მმართველობის კლასიკური ნიმუში

„ნაციონალური მოძრაობა" არის არაფორმალური მმართველობის კლასიკური ნიმუში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც პარტიის თავმჯდომარე ნიკანორ მელიაა, ამ ორგანიზაციას რეალურად საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი – მიხეილ სააკაშვილი მართავს.

„ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არის კლასიკურად არაფორმალური მმართველობის ნიმუში და რატომ: ნახეთ – ამ ორგანიზაციას ჰყავს საკუთარი თავმჯდომარე. ეს არის ნიკანორ მელია. თუმცა, ამ ორგანიზაციას რეალურად მართავს პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ის არის უკრაინის მოქალაქე. მას საერთოდ არ აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება. დიახ, ის ციხიდან გასცემს ბრძანებებს. ჩვენ ვუყურებთ ყოველდღე, როგორ ავრცელებენ მის მიმართვებს", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, თუმცა, „ქართული ოცნება" სიცრუეს ყოველთვის სიმართლით პასუხობს.

„ის ორგანიზაცია, რომელიც არის მართლაც რომ არაფორმალური მმართველობის კლასიკური ნიმუში, ცდილობს, რომ საზოგადოება შეიყვანოს ძალიან მწარედ შეცდომაში. ჩვენ ყოველთვის ვპასუხობთ მათ სიმართლით და ეს ბოლო პასუხი იქნება ხვალ. მათ ერთხელ და სამუდამოდ კარგად უნდა გაიგონ, რომ მათი პოლიტიკური ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა და დროა, ადგილი დაუთმონ ახალგაზრდებს, რომლებიც არ იქნებიან ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური ჟინით შეპყრობილნი", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს