ნიკა გვარამია - შედგა კომუნიკაცია კომპანია "იფსოსის" ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან კახი კალაძის მიერ - განხორციელდა კორუფციული გარიგება, რომლის მთავარი ამოცანა ეგზიტპოლის ჩაშლა იყო

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, დედაქალაქის მოქმედ მერს, კახა კალაძესა და Ipsos-ის მაღალჩინოსანს შორის კორუფციული გარიგება განხორციელდა, რომლის ამოცანა ეგზიტპოლის ჩაშლა იყო.

ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, Ipsos-ის მონაწილეობის გარეშე ტელეკომპანია მოსახლეობას ხვალ, 20:00 საათზე ეგზიტპოლს მაინც შესთავაზებს.

„ საერთაშორისო პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ დამკვეთის თანხმობის გარეშე საერთოდ რამე გამოექვეყნებინა. კომპანია Ipsos-ს იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლიდა, რომ მონაცემი არასწორად გამოქვეყნდა, უნდა ჰქონოდა კომუნიკაცია ჩვენთან, უნდა ეთხოვა, ან მოეთხოვა გასწორება შედეგის, ან ეს თუ არ მოხდებოდა, გამოქვეყნების უფლება მაინც არ ჰქონდათ და უნდა შეეწყვიტათ კონტრაქტი დაუყოვნებლივ.

ამის ნაცვლად, ჩვენ ვიხილეთ Ipsos-ის განცხადება, ოღონდ ვიხილეთ მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" გვამცნო ეს. ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა, "ოცნებამ" რამდენიმე წუთში Ipsos-ის მიერ შედეგების დადებიდან, რაც ცხადია, რომ გამაოგნებელია და ძალიან საეჭვოა. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა აღნიშნული საკითხის, როგორც "იფსოსთან" ასევე ჩვენს წყაროებთან, მათ შორის არამხოლოდ საქართველოში.

ჩვენ დავადგინეთ შემდეგი : 2021 წლის 6-8 ოქტომბერს, შედგა კომუნიკაცია კომპანია "იფსოსის" ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან, რომელიც კურირებს საქართველოში ეგზიტპოლს და იტალიის მოქალაქე ოლივიერო მარჩეზესთან. აღნიშნული კომუნიკაცია შედგა თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის კახი კალაძის მიერ. კომუნიკაცია მიმდინარეობდა პარიზსა და რომში. ამ წუთში, ჩვენი ინფორმაციით, ეს კომუნიკაცია იყო პირადი.

ამ კომუნიკაციის შედეგად განხორციელდა კორუფციული გარიგება, რომლის მთავარი ამოცანა ეგზიტპოლის ჩაშლა და მარჩეზეს მხრიდან ღია განცხადების გაკეთება იყო, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხი" აყალბებს ეგზიტპოლის მონაცემებს, ან ჩაეშალათ და ეთქვათ, რომ ჩვენ აღარ ვითანამშრომლებთ "მთავარ არხთან", - აღნიშნა გავარამიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს