კახა კუჭავა - ხმა მივეცი კახა კალაძეს, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი უკვე გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მისცა.

„რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახა კალაძეს, კანდიდატს, რომელსაც ვთვლიდი და ვთვლი, რომ ალტერნატივა არ აქვს იმ განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით, რაც ყველამ ნახა ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში და იმის გათვალისწინებითაც, თუ რას აპირებს კახა მომავალი 4 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში“, - განაცხადა კუჭავამ.

მისივე განმარტებით, თუ ვის მისცა ხმა, ამის დაკონკრეტება დარღვევა არ არის.

„დარღვევა არ არის ჩემ არჩევანზე საუბარი, მე არასდროს მომიწოდებია სხვამ რა გააკეთოს, ყველას ვურჩევდი რა თქმა უნდა, უკეთესი მომავლისთვის გააკეთოს არჩევანი. მე არც ვმალავ, ეს ჩემი არჩევანია და ვამბობ კიდეც.

დამაჯერებელი გამარჯვება იყო პირველ ტურში ზუსტადაც ჩვენ მიერ 47%-ის აღება და რა თქმა უნდა, პირველივე ტურში კახას საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება. ზუსტად ეს არის ამ ქვეყნის დემოკრატია, რომ ზოგი ქალაქი იყო, სადაც მეორე ტურია. თუ არ ვცდები, ორი ადგილი იყო, სადაც ჩვენი კანდიდატი მეორე ადგილზე გავიდა 63 მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ამაზე მეტი დამაჯერებლობა გამარჯვებაში რა უნდა იყოს“, - განაცხადა კუჭავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს