ირაკლი ჩიქოვანი - მე ხმა მივეცი მამუკა წოწერიას, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს

მე ხმა მივეცი მამუკა წოწერიას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ფონი დაძაბული არ არის, დაძაბულობის შექმნას კი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ცდილობენ. ჩიქოვანი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ არანაირ პროვოკაციას არ აყვნენ და მშვიდად გააკეთონ არჩევანი.

„ყველას, ზუგდიდელებს მოვუწოდებ, ვისაც სურვილი აქვს განვითარდეს ჩვენი მუნიციპალიტეტი, კიდევ უფრო გალამაზდეს, ხმა უნდა მისცეს მამუკა წოწერიას. პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. საზოგადოების ჩართულობა გაცილებით მეტია და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა იმასთან შედარებით, რაც იყო პირველ ტურში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება მამუკა წოწერიას გამარჯვებით,” - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ზუგდიდის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის. “ნაციონალური მოძრაობიდან” ანზორ მელია, “ქართული ოცნებიდან” კი მამუკა წოწერია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 67 საარჩევნო ოლქი და 109 საარჩევნო უბანია.

რეგისტრირებულია 119 849 ამომრჩეველი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო