შალვა პაპუაშვილი - ხმა მივეცი თბილისის განვითარებას, თანადგომას, სიკეთეს და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახა კალაძეს

ხმა მივეცი სიკეთეს და განვითარებას, რა თქმა უნდა, კახა კალაძეს, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, 2024 წლამდე არჩევნები აღარ იქნება. „2024 წლამდე აღარ გვექნება არჩევნები, ამიტომ მოქალაქეებს ახლა აქვთ კარგი საშუალება, რომ საარჩევნო ურნებთან საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებები დააფიქსირონ. მე პირადად ხმა მივეცი თბილისის განვითარებას, თანადგომას, სიკეთეს და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახა კალაძეს.

იმედი მაქვს, რომ დღეს საღამოს ამ ქვეყანაში იზეიმებს დემოკრატია და ჩვენი მოსახლეობა ამ არჩევანს შეხვდება ისე, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში ხვდებიან ხოლმე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო