კახა კალაძე - 10 საათის მონაცემებით, წინა ტურთან შედარებით თბილისში აქტიურობა დაახლოებით 5%-ითაა გაზრდილი, რაც ძალიან კარგია, თუმცა, მივმართავ ჩვენს მხარდამჭერებს - ვიაქტიუროთ

დედაქალაქის მოქმედი მერი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კალაძემ მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ 10 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტიურობა მაღალია და ამ დროისთვის აქტიურობის მაჩვენებელი პირველ ტურთან შედარებით 5%-ით მეტია.

„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს ყველა მხარდამჭერს, რომ ვიაქტიუროთ, 10 საათის მონაცემებით, აქტიურობა ძალიან მაღალია. წინა ტურთან შედარებით თბილისში აქტიურობა დაახლოებით 5%-ითაა გაზრდილი, რაც ძალიან კარგია, თუმცა მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს და მოვუწოდო - ვიაქტიუროთ, მეგობრებო, თითოეული თქვენგანის ხმა, თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ამ ქალაქის განვითარება, იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თბილისში.

თქვენ ხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში რამდენი კარგი სამუშაო ჩატარდა დედაქალაქის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ვერავინ და ვერაფერმა შეაჩეროს ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება და იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს - მაქსიმალური აქტიურობა, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება და მხარი დავუჭიროთ ამ ქალაქის განვითარებას და აღმშენებლობას“,- განაცხადა კალაძემ.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა