თბილისში, 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 7.4% შეადგინა, რაც ჯამში 74 527 ამომრჩეველია

დედაქალაქში, 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 7.4% შეადგინა, რაც ჯამში 74 527 ამომრჩეველია.

ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.

ცესკოს ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა 7.8 % - გლდანში, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი, 6.8% ისნის ოლქში დაფიქსირდა.

მთაწმინდისა და ნაძალადევის ოლქებში ამომრჩევლის აქტივობა ერთნაირია - 7,3%-ია, ასევე, ვაკესა და სამგორში - 7.4% და ჩუღურეთსა და საბურთალოს ოლქებში 7.6%; დიდუბეში - 7,7%, კრწანისში - 7.1%.

ცნობისთვის, მეორე ტურისთვის, თბილისში რეგისტრირებულია ჯამში 1 002 525 ამომრჩეველი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს