კელი დეგნანი - ქართველი ხალხი დემოკრატიის ქვაკუთხედია - ეს არის დღე, როცა მოქალაქეები გამოდიან, რომ  ხმა მისცენ, გახადონ თავიანთი ლიდერები ანგარიშვალდებულები

ეს არის დღე, როდესაც, მოქალაქეები გამოდიან, რომ მისცენ ხმა, გახადონ თავიანთი ლიდერები ანგარიშვალდებულები, უზრუნველყონ ის, რომ მათმა ლიდერებმა გაიგონ რა არის მათი პრიორიტეტები, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების დღე არის დღე, როდესაც მოქალაქეების ხმა ისმის.

„ჩემთვის პატივია ის, რომ ვაკვირდები ამ მნიშვნელოვან არჩევნებს. დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა ქართველი ხალხისთვის. ეს არის დღე, როდესაც, მოქალაქეები გამოდიან, რომ მისცენ ხმა, გახადონ თავიანთი ლიდერები ანგარიშვალდებულები, უზრუნველყონ ის, რომ მათმა ლიდერებმა გაიგონ რა არის მათი პრიორიტეტები: სამუშაო ადგილები, გზები, ჯანდაცვა და ა.შ. ეს არის დღე, როდასაც მოქალაქეებს ხმა ისმის,“- განაცხადა ელჩმა.

კელი დეგნანის განცხადებით, იმ საარჩევნო უბნებზე, რომელსაც ის დღეს აკვირდება ჯერჯერობით მშვიდი გარემოა.

„მოხარული ვარ, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, რომელზედაც ამ დრომდე ვიმყოფებოდი მშვიდი გარემოა, კარგად ორგანიზებულია ხმის მიცემის სივრცეები, დაცულია კოვიდთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები. იმედი მაქვს, ადამიანები მოვლენ ხმის მისაცემად პირბადეებით და გახდიან ლიდერებს ანგარიშვალდებულს. ეს არის დემოკრატიის არსი. ქართველი ხალხი არის დემოკრატიის ქვაკუთხედი,“- აღნიშნა ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო