გიგა ბოკერია - შეგვიძლია ამ რეჟიმს და ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებას ვაჩვენოთ ძალა, რომ როცა ქვეყნის დამოუკიდებლობას ასე ექცევი, ისინი არჩევნებზე დაგსჯიან

შეგვიძლია ამ რეჟიმს და ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებას ვაჩვენოთ ძალა, რომ როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობას ასე ექცევი, მოქალაქეებს უტიფრად ეუბნები, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხარ, მათ ამცირებ და საკუთარ მომხრეებსაც დემონსტრაციულად ფეხებზე იკიდებ, ისინი არჩევნებზე დაგსჯიან,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

ბოკერიამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი 51- ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ხმა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მისცა.

„დღეს შესაძლებლობა გვაქვს, თუ ჩვენს სამოქალაქო ძალას გამოვიყენებთ, ყველა მოქალაქემ, ვისაც სურს, ამ ქვეყნის კატასტროფული კურსი შეტრიალდეს, დაავაახლოვოთ ეს ამოცანა, ასევე დავაახლოვოთ ვადამდელი არჩევნების ამოცანა, ჩვენი ქვეყნის მომავალი ძალიან სახიფათო რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოცილების. დღეს თუ ამას ხელიდან გავუშვებთ, კიდვე უფრო გაიზრდება ის საფრთხე, რომელიც უკვე წლებია ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა ჩვენი საერთო მომავალისთვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის“,- განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა