ბერნში „ქართული ღვინის ფორუმი“ გრძელდება

შვეიცარიაში, ბერნის კულტურის სახლში „Casino Bern“ 29 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიხსნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი“, „შატო მუხრანი“, „თელიანი ველი“, „შილდა“, GWS, „წინანდლის მამული“, „კონჭო და კომპანია“, „ნაბერაული“ და „ნიკოლაიშვილების ღვინის მარანი“ მონაწილეობენ.

„ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის. ასეთი მასშტაბით ბერნში პირველად ხდება ქართული ღვინის წარდგენა. შვეიცარიაში ქართულ ღვინოს არ იცნობენ სათანადოდ; შეიძლება ითქვას, ეს არის პირველი ნაბიჯი, რათა მომავალში, მეტი მუშაობით, ცნობადობის გაზრდით, უფრო მეტად პოპულარული გახდეს ჩვენი ღვინო. სახელმწიფო აქტიურად უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის“, - განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ.

უწყების ცნობით, ქალაქ ბერნში, „ქართული ღვინის ფორუმი“ ფესტივალის „FERNWEH” ფარგლებში იმართება. აღნიშნული ფესტივალი უცხო ქვეყნების კულტურის ადგილობრივებისთვის გაცნობას გულისხმობს და მასში არაერთი ქვეყანა მონაწილეობს.

ფორუმი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს, „ქართული ღვინის გალერის“ (GeoHaus GmbH) და „ქართული კულტურის ცენტრის შვეიცარიაში“ ორგანიზებით ტარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა