ხატია დეკანოიძე - ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის გაძლიერება, კეთილდღეობა და პოლიტიკური ცენტრის დაბრუნება ქუთაისში, სწორედ ამის სასარგებლოდ მივეცი ხმა

„ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ არჩევანი უკვე დააფიქსირა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, განვითარება და ქუთაისისთვის პოლიტიკური სტატუსის დაბრუნება და სწორედ, ამის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ქალაქის განვითარება, თვითმმართველობის გაძლიერება, კეთილდღეობა და პოლიტიკური ცენტრის დაბრუნება ქუთაისში. მე სწორედ, ამის სასარგებლოდ მივეცი ახლა ხმა, კოალიციურ მმართველობას და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ქალაქი არის ძვირფასი. რა თქმა უნდა, აუცილებელია, ყველამ მიიღოს ამ ქალაქის განვითარებაში მონაწილეობა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მრავალფეროვნება, პლურალიზმი არის ის, რაც სჭირდება დღეს ყველა ქალაქს, საქართველოს, დარწმუნებული ვარ, ასეთი იქნება შედეგიც", -განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა