კარლ ჰარცელი - მინდა მწუხარება გამოვხატო მზარდი პოლარიზაციისა და მწვავე რიტორიკის გამო, რომელიც პრობლემაა საქართველოს წინსვლისთვის არჩევნების დასრულების შემდეგ

მინდა მწუხარება გამოვხატო მზარდი პოლარიზაციისა და მწვავე რიტორიკის გამო, რომელიც იყო, მათ შორის, მეორე ტურის დროს. ეს სამწუხაროა არა მხოლოდ თავად არჩევნებისთვის, არამედ პრობლემაა საქართველოს წინსვლისთვის არჩევნების დასრულების შემდეგ,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, წინსვლა არის ის, რაც საქართველოს სჭირდება და ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო იქნება გასაწევი, რათა გაიდოს ხიდები და შეიქმნას ნდობა მხარეებს შორის, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებით დასრულება არჩევნების მეორე ტური.

„ევროკავშირი მუშაობს მრავალი წლის განმავლობაში, რათა საქართველოს დაეხმაროს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაში, მათ შორის, ეხმარებოდა ამ ადგილობრივი არჩევნებისთვის. ჩვენ ვცდილობდით მაქსიმალური დახმარების გაწევას, რათა შეგვექმნა მაქსიმალურად მტკიცე საარჩევნო პროცესი. მე ჩემს საბოლოო შეფასებას მას შემდეგ გავაჟღერებ, რაც ამას ოდირისა და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები გააკეთებენ, მაგრამ აქვე მინდა მწუხარება გამოვხატო მზარდი პოლარიზაციისა და მწვავე რიტორიკის გამო, რომელიც იყო, მათ შორის, მეორე ტურის დროს. ეს სამწუხაროა არა მხოლოდ თავად არჩევნებისთვის, არამედ პრობლემაა საქართველოს წინსვლისთვის არჩევნების დასრულების შემდეგ, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებით დასრულდება არჩევნები. წინსვლა არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, ასე რომ, ბევრი მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი, რათა აშენდეს ხიდები და ნდობა მხარეებს შორის, რათა წარმატების მიღწევა შესაძლებელი გახდეს.

საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ მოხარული ვარ, რომ ეუთო/ოდირის მისია კვლავ გრძელდება საქართველოში, რათა დააკვირდეს არჩევნებს და ასევე, გვყავს ახალი დელეგაცია ევროპარლამენტიდან, რომელმაც უკვე ჩაატარა რამდენიმე შეხვედრა გასული დღეების განმავლობაში და ახლა ისინი თავის საქმიანობას ახორციელებენ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ჩვენ ველით მათ შეფასებას ხვალ საღამოს, რის შემდეგაც მე შევკრებ ჩემს კოლეგებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რათა გავაჟღეროთ ამ არჩევნების ჩვენი შეფასება,“- განაცხადა ჰარცელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა