ლევან ბეჟაშვილი - ნაძალადევში ერთი და იგივე სურათი აღმოჩნდა ორ პირადობის მოწმობაზე, ქუთაისის 56-ე უბანზე ფულის დარიგების ფაქტი იყო, თბილისის 106-ე უბანზე კომისიის 2 წევრი კოვიდინფიცირებულია

ჩვენს დამკვირვებლებს უკრძალავენ ამომრჩევლის რეგისტაციის პროცესზე დაკვირვებას. ამას ახორციელებენ კომისიის თავმჯდომარეები და კომისიის წევრები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე გამოიკვეთა სხვადასხვა სახის დარღვევა, მათ შორის მოსყიდვის ფაქტები. ლევან ბეჟაშვილი აღნიშნულ ფაქტებზე შესაბამის უწყებებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"გვინდა მოვუწოდოთ ამომრჩეველს, რომ გამოცხადნენ საარჩევნო უბნებზე. დღევანდელ დღეზე არის დამოკიდებული როგორ განვითარდება ქვეყანა უახლოესი პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება არჩევნებს - ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ ჩვენს დამკვირვებლებს უკრძალავენ ამომრჩევლის რეგისტაციის პროცესზე დაკვირვებას. ამას ახორციელებენ კომისიის თავმჯდომარეები და კომისიის წევრები. ასევე, უბნების გარშემო მოქმედებენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ზონდერი დამკვირვებლები. ეს ადამიანები ახდნენ დამკვირვებლების და მედიის საქმიანობის შეზღუდვას და მოვიწოდებთ პოლიციას, რომ ადეკვატურად მოახდინონ რეაგირება და აღკვეთონ აღნიშნული ფაქტები.

ამასთან, სამგორის 75-ე უბანზე პირველი ტურის ბიულეტენები აღმოჩნდა, გვაქვს ვიდეომტკივებულება, ასევე სამგორის 42-ე უბანზე, დილის 6:30 საათზე, მაშინ როდესაც უბანი დახურული უნდა იყოს, პოლიციამ გააღო ეს უბანი კანონის დარღვევით და შიგნით იმყოფებოდა გაურკვეველი 5 პირი, მოვუწოდებთ გენინსპექციას, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოს ამ ფაქტზე რეაგირება. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა არის ვაკის მე-60 უბანზე ოლქის თავმჯდომარის თამაზ ფოლადაშვილის დავალებით, გუშინ ღამე გადასატანი ყუთის სიას დამატებით 15 ამომრჩეველი დაემატა, ეს გაუგონარი დარღვევის ფაქტია და ცესკოს მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება. მნიშვნელოვანია ასევე, რომ მე-60 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სია და არჩევნები ბათილად უნდა ჩაითვალოს.

გარდა ამისა, სამგორის 64-ე უბანზე ერთიან სიაში მიწერილი არ არის კოვიდუბანზე შეყვანილი ამომრჩეველი და შესაბამისი ინფორმაცია ასახული არ არის სამაგიდო სიაში, ასევე გლდანის 25-ე უბანზე კოვიდამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია მიწერილი არ არის სამაგიდო სიაში. გვაქვს შემთხვევა, როდესაც მე-20 უბანზე კოვიდსიაში მყოფ ამომრჩეველს ხმა მიაცემინეს. თელავში, იყალთოს 51-ე უბანზე კომისიის მდივანი კოვიდინფიცირებულია და იმყოფება უბანზე, ასევე არის კოვიდსაარჩევნო სიაში და იქაც ექნება ხმის მიცემის საშუალება. ასევე, თბილისის 106-ე საარჩევნო უბანზე, ქმარი და ცოლი, რომელიც არიან კომისიის წევრები კოვიდინფიცირებულები არიან, თუმცა საარჩევნო უბანზე თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ. ბაღდათში კოვიდუბანზე შეყვანილი ამომრჩევლები შეიყვანეს ასევე გადასატან საარჩევნო ყუთში და ეს გაუგონარი დარღვევაა. ნაძალადევში ერთი და იგივე სურათი აღმოჩნდა ორ პირადობის მოწმობაზე, ანუ გაყალბებული პირადობის მოწმობით აძლევდა ხმას ამომრჩეველი და ამაზე შეტანილია საჩივარი. ქუთაისის 56-ე უბანზე იყო ფულის დარიგების ფაქტი, ასევე თელავში დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც სხვისი პირადობით ახდენდა ხმის მიცემას ამომრჩეველი და ამაზეც მოხდა რეაგირება. დამკვირვებლებს და კომისიის წევრებს მოვუწოდებთ, რომ "ქართული ოცნება" პერმანენტულად იყენებს რეგისტრატორებს, რომ იმ ამომრჩევლის ნაცვლად, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება სხვა მათი მხარდამჭერი მოიყვანონ უბანზე. მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს თქვენი აქტივობა იქნება გადამწყვეტი", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა