„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებმა ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები დააფიქსირეს

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, მათი ორგანიზაციის დამკვირვებლებმა, საარჩევნო უბნების მიმდებარედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები დაფიქსირეს. მათივე ინფორმაციით, რუსთავის N3 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი საკუთარ „ბლოკნოტში" მისული ამომრჩევლების სახელებსა და გვარებს იწერდა.

„საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დამკვირვებელმა მითითება მისცა, რომ შეწყვეტილიყო ამომრჩევლის აღრიცხვა. ეს შენიშვნა დამკვირვებელმა შეიტანა ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარემ ზომები მიიღო და დარღვევა აღმოფხვრა.

რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქის მე 4-ე საარჩევნო უბანთან ახლოს, ამ შემთხვევაში - 100 მეტრის მოშორებით, გაურკვეველი პირები, რომლებმაც დამკვირვებელს ვინაობა არ დაუსახელეს, ასევე, აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩეველს.

მათ თან ჰქონდათ სიები, სადაც უბნისკენ მიმავალ ამომრჩევლებს ნიშნავდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა გადაიღო ვიდეო, სადაც ამ პირებმა განაცხადეს, რომ ისინი ამომრჩევლები არიან და თან არანაირი სიები არა აქვთ: https://www.youtube.com/watch?v=0Q5otzq9nKI . თუმცა, მანამდე დამკვირვებელს ფოტოები ჰქონდა გადაღებული, სადაც ცელოფნის პარკში სიებია მოთავსებული“, - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ორგანიზაციის ინფორმაციით, ფოტოზე რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქის მე 4-ე საარჩევნო უბანთან გაურკვეველი პირების მიერ ამომრჩევლის აღრიცხვის ფაქტია ასახული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს