ირაკლი ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს, დაპირისპირებას და პოლარიზაციას

მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს, შფოთს, არეულობას, დაპირისპირებას და პოლარიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სჯერა, რომ დღეს ყველა ერთად სწორ არჩევანს გააკეთებს.

„მე, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, პირველ რიგში, სჭირდება მშვიდობა, სიწყნარე, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ჩვენი მთავარი საერთო ეროვნული იდეა და მიზანი.

მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს, შფოთს, არეულობას, დაპირისპირებას და პოლარიზაციას, რომელიც მომდინარეობს დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან. მჯერა, რომ კიდევ ერთხელ დღეს ყველა ერთად სწორ არჩევანს გავაკეთებთ.

მჯერა, ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი, ვიდრე დღევანდელი. მოწოდებული ვართ, რომ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ. მჯერა, მშვიდად ჩაივლის დღევანდელი დღე. მინდა მივმართო ყველას თხოვნით, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, ჩვენი არჩევანი დავაფიქსიროთ. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენ საერთო ეროვნული არჩევნები მოვიგეთ, მივიღეთ 47%, რითაც დავასრულეთ სპეკულაციების შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ოპოზიციის მთავარი სლოგანი იყო რეფერენდუმი და ეს რეფერენდუმი მათ წააგეს. ასევე წააგეს 44 მუნიციპალიტეტში. ჩემი ღრმა რწმენით, ყველგან, ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ“, - აღნიშნავს პრემიერი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა